საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ტაილანდის სამეფოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.02.2020 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 2020 წლის 8 თებერვალს ტაილანდში, ქალაქ ნახონ რატჩასიმაში (Nakhon Ratchasima) განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაიღუპა 29 და დაშავდა 50 ზე მეტი ადამიანი.


სამინისტრო უსამძიმრებს ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ტაილანდის მთავრობასა და ხალხს, და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში.