საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივების საკითხი განიხილეს

10 თებერვალს, საქართველოს ინიციატივის საფუძველზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაიმართა განხილვა დღის წესრიგის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მიხედვით. ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების თაობაზე.

მან ასევე ისაუბრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები.