საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ 2020 წლის ანგარიშების შეჯამება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ 2020 წლის ანგარიშების შეჯამება, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებს. 

ანგარიში ასახავს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობას, მათ შორის, ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებულ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, უკანონო დაკავებებისა და გატაცების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელყოფის ფაქტებს.

ანგარიში მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების რეგულარულ ინფორმირებას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების თაობაზე.

 „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ 2020 წლის ანგარიშების შეჯამება მომზადდა ინგლისურ ენაზე და  ხელმისაწვდომია ქვედა ბმულზე.

 

Report-of-2020-as-of-12-February-revised-final