საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იემენში განვითარებული მოვლენების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს იემენის კრიზისთან დაკავშირებულ მოვლენებს. საქართველო მუდამ მხარს უჭერდა და მომავალშიც  გააგრძელებს ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერას. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ იემენის საკითხის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია.

მივესალმებით საუდის არაბეთის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით იემენში პოლიტიკური პროცესის დაწყებას და მხარეებს შორის კრიზისის მოგვარების მიზნით გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევას.