საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის, ბ-ნი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი გუჯარათის შტატში

2021 წლის 23-26 სექტემბერს, გუჯარათის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის, არჩილ ძულიაშვილის შეხვედრები შტატის გუბერნატორთან, აჩარია დევრატთან და მთავარ მინისტრთან, ბჰუპენდრა რაჯნიკანტ პატელთან. გაიმართა ასევე ელჩის შეხვედრა გუჯარათის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, ჰერმან შაჰთან და პალატის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. 

შეხვედრებისას საუბარი შეეხო გუჯარათის შტატსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, რადგან გუჯარათი გახლავთ ინდოეთის ერთ-ერთი გამორჩეული შტატი სამრეწველო და ინდუსტრიული პოტენციალის თვალსაზრისით. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შესთავაზა გუჯარათის მთავარ მინისტრს საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობის განხილვა, თავის მხრივ კი ინდურმა მხარემ შესთავაზა საქართველოს პრემიერ მინისტრის და მისი თანმხლები დელეგაციის მონაწილეობის შესაძლებლობა, 2022 წლის იანვარში გუჯარათში დაგეგმილ გლობალურ ეკონომიკურ ფორუმში „Vibrant Gujarat Global Summit 2022“, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები და მსხვილი ბიზნეს ჯგუფები.