საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ეწვევა

17-19 ოქტომბერს, საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ ეწვევა.
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 18 ოქტომბერს, ლაზარ კომანესკუ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
 
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.
 
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველო BSEC- ის თავმჯდომარე ქვეყანაა.