საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო კონფერენცია Health Tech 2018-ის გახსნით საღამოზე

2018 წლის 8 მარტს ინდოეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ქ. კოლკატაში (ბენგალის შტატი) ბენგალის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (BCC&I) მიერ ორგანიზებული კონფერენციის "Health Tech 2018"-ის გახსნით საღამოზე. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოკლე მიმოხილვა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სახელმწიფო რეფორმებისა და წარმატებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში 2018 წლის 9 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბენგალის შტატის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.