საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურებიან

6.03.2018 - ​პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურებიან.

პოლონეთის საგარეო უწყების ტვიტერ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც გაურკვეველ გარემოებაშია გარდაცვლილი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციის მორიგი მსხვერპლია. პოლონეთი მოითხოვს საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ობიექტურ და დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. პოლონეთი ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

აღნიშნულ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით ტვიტერის მეშვეობით განცხადება გაავრცელა ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

განცხადებაში ჩეხეთის საგარეო უწყება ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ჩეხეთი გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და მოითხოვს ადგილზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების დაშვებას.