საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

02.03.2018, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მიიღოინდოეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში(რეზიდენციით ქ. ანკარაიოგეშვარ სანგვანი.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას და ამ კონტექსტში 2018 წლის განმავლობაში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორცილების მნიშვნელობას.
 
ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის სავაჭრო–ეკონომიკური, ინვესტიციების, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურის და განათლების მიმართულებით. ხაზი გაესვა აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობების განვითარების პოტენციალის ამოქმედების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისათვის.
 
აღინიშნა, რომ საქართველო და ინდოეთი ნაყოფიერად თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატშიც, რაც გამოიხატება საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ინიციატივების და კანდიდატურების მხარდაჭერაში.