საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მისალმება
Archil Dzuliashvili

მოხარული ვარ მოგესალმოთ ნიუ დელიში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ვიყო საქართველოს ელჩი ისეთი მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიც არის ინდოეთი. ჩემთვის ასევე დიდი პატივია ვიყო საქართველოს არარეზიდენტი ელჩი ბანგლადეშში, შრი ლანკაში, ნეპალში, მალდივებსა და ტაილანდში.

ჩვენს ქვეყნებს არა მხოლოდ გამორჩეული წარსული აკავშირებთ, არამედ ერთობლივი ძალისხმევით დასახული თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები. 

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი კავშირები საელჩოს აკრედიტაციის ქვეყნებთან დინამიურად ვითარდება. ჩამოყალიბებულია თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმატები პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების კეთილდღეობის ამაღლებას. 

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რაც განპირობებულია ისტორიულად ჩვენს შორის არსებული მჭიდრო კავშირებით, რომლებიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და კეთილმეგობრობას.    

ჩვენი მიზანია, ჩვენს ხალხებს უფრო ახლოს გავაცნოთ ერთმანეთის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, განვავითაროთ ტურიზმი, ჩავატაროთ ერთობლივი გამოფენები, გავცვალოთ ვიზიტები და ხელი შევუწყოთ საქმიანი კავშირების გაღრმავებას. ეს ყოველივე კი დადებითად წაადგება უკვე არსებული მეგობრული კავშირების თანმიმდევრულ განვითარებას.

მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, საელჩოს დიპლომატებთან ერთად, შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი ამ მნიშვნელოვან პროცესში.

ეს ვებგვერდი მოგცემთ შესაძლებლობას მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, საელჩოს საქმიანობის, მისი თანამშრომლების, საკონსულო მომსახურებებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.

 

არჩილ ძულიაშვილი