საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინდოეთის რესპუბლიკა


დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა:

1992 წლის 28 სექტემბერს.

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში გაიხსნა:

2010 წლის 25 თებერვალს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში:

  • ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი (2016 წ. ივლისიდან, დღემდე);
  • ბ-ნი ლევან ნიჟარაძე (2014-2016);
  • ბ-ნი ზურაბ კაჭკაჭიშვილი (2010-2014).

ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

  • ბ-ნი იოგეშვარ სანგვანი (რეზიდენციით ქ. ერევანი - 2016 წ. ნოემბრიდან, 2019 წ. ივნისამდე);
  • ბ-ნი სურეშ ბაბუ (რეზიდენციით ქ. ერევანი - 2013-2016);
  • ბ-ნი აჩალ კუმარ მალჰოტრა (რეზიდენციით ქ. ერევანი - 2009-2012);
  • ქ-ნი რინა პანდეი (რეზიდენციით ქ. ერევანი - 2005-2009);
  • ბ-ნი დიპაკ ვორა (რეზიდენციით ქ. ერევანი -2002-2005);
  • ბ-ნი ვიდია ბჰუშან სონი (რეზიდენციით ქ. კიევი - 1997-2002);
  • ბ-ნი რაჯენდრა რაი კუმარი (რეზიდენციით ქ. კიევი - 1995-1997).

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული:

  • ბ-ნი სატინდერ პალ სინგჰ აჰუჯა (ქ. მუმბაი - 2014 წ. აპრილიდან, დღემდე);
  • ბ-ნი კულდიპ სინგჰ დჰინგრა (ქ. დელი - ინდოეთი - 2000 წ. დეკემბრიდან 2009 წ. ივლისამდე).

ინდოეთიდან საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები:

2019 წ. იანვარი - ბ-ნი ბიდიუტ ბეჰარი სვეინი, ინდოეთის რესპუბლიკის კომერციისა და მრეწველობის სამინისტროს დამატებითი მდივანი;

2016 წ. ნოემბერი - ბ-ნი აშოკ გაჯაპათი რაჯუ, ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი;

2016 წ. ივლისი - ქ-ნი სუჯატა მეჰტა, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (Secretary (West);

2013 წ. ივლისი - ბ-ნი აჯაი ბისარია, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის გაერთიანებული მდივანი (Joint Secretary);

2011 წ. მაისი - ბ-ნი პარვიზ დევანი, საზღვარგარეთის ქვეყნებში ინდოეთის საქმეთა სამინისტროს მდივანი;

2005 წ. აპრილი - ინდოეთის რესპუბლიკის კომერციისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე;

2004 წ. დეკემბერი - ბ-ნი რაჯივ დოგრა, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (Under Secretary);

1978 წ. ივნისი - ბ-ნი ატალ ბიჰარი ვაჯპაი, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი (საბჭოთა კავშირის პერიოდი);

1976 წ. - ქ-ნი ინდირა განდი, ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (საბჭოთა კავშირის პერიოდი);

1955 წ. ივნისი - ბ-ნი ჯავაჰარლალ ნერუ, ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (საბჭოთა კავშირის პერიოდი).


საქართველოდან ინდოეთში განხორციელებული ვიზიტები:

2019 წ. ივლისი - ბ-ნი ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე; 

2019 წ. იანვარი - ბ-ნი აკაკი საღირაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 

2017 წ. სექტემბერი - ბ-ნი ნოდარ კერესელიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ბ-ნი დავით ჯალაღანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი გენადი არველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბ-ნი თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

2017 წ. მაისი - ბ-ნი გიორგი ტაბატაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი; 

2017 წ. აპრილი - ბ-ნი გიორგი გახარია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

2016 წ. დეკემბერი - ბ-ნი ზვიად გონაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2016 წ. ნოემბერი - ბ-ნი მერაბ მალანია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2016 წ. აპრილი - ქ-ნი ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

2014 წ. აპრილი - ბ-ნი დავით ჯალაღანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2013 წ. მაისი - ბ-ნი ნოდარ ხადური, საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

2011 წ. დეკემბერი - ბ-ნი კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;

2011 წ. მარტი - ბ-ნი პაპუნა დავითაია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

2011 წ. - ქ-ნი ვერა ქობალია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ბ-ნი კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

2010 წ. - ბ-ნი ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

2010 წ. მარტი - ბ-ნი ალექსანდრე ნალბანდოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2005 წ. - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;

2000 წ. მაისი - ბ-ნი ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.


სამართლებრივი ბაზა:

2019 წ. ივლისი - ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის;

2019 წ. - ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ინდოეთის PHD სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის; 

2018 წ. - ურთიერთგაგების მემორანდუმი ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის; 

2018 წ. - ურთიერთგაგების მემორანდუმი ბენგალის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის;

2017 წ. - ურთიერთგაგების მემორანდუმი ინდოეთის მრეწველობის კონფედერაციასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის;

2017 წ. ივლისი - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;

2017 წ. აპრილი - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ;

2011 წ. დეკემბერი - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ;

2011 წ. დეკემბერი - საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ;

2010 წ. მარტი - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შესახებ;

2000 წ. მაისი - ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ;

1995 წ. - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.


სასარგებლო ბმულები:

ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
http://www.mea.gov.in/

საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩო (რეზიდენციით ქ. ერევანი):
http://www.indianembassy.am/