საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, შეხვედრა გამართა ტაილანდის სავაჭრო პალატის ვიცე-თავმჯდომარეებთან

2019 წლის 24 ოქტომბერს, ტაილანდის სამეფოში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელიში) არჩილ ძულიაშვილმა, ბანგკოკში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ტაილანდის სავაჭრო პალატის ვიცე-თავმჯდომარეებთან დოქტ. ჯინგჯაი ჰანჩანლაშთან და ბ-ნ ჩუსაკ ჩუენპრაიოთთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობის საკითხები. ამ მიმართულებით, 2020 წლის მეორე ნახევარში განიხილება სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ტაილანდელი ბიზნესმენებისაგან შემდგარი დელეგაციის ვიზიტის ორგანიზება საქართველოში, ადგილზე ბიზნეს შესაძლებლობებისა და საინვესტიციო კლიმატის გაცნობის, ასევე ქართველ პარტნიორებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარების მიზნით.