საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ნიუ დელიში საქართველოს საელჩოს განცხადება ინდოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

პრესით გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საზოგადოებას გამოიჩინონ ყურადღება ინდოეთის უზენაესი სასამართლოს მიერ 2019 წლის 9 ნოემბერს ინდოეთის დროით დილის 10:30 სთ გამოსატან გადაწყვეტილებას, ინდოეთის უტარ პრადეშის აიოდჰიაში მიწის დისპუტთან დაკავშირებულ საკითხზე. ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხალხის მღელვარება და დემონსტრაციები, რაც გავლენას იქონიებს ტრანსპორტის მოძრაობაზე და მოქალაქის ქვეყანაში მოგზაურობაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ნიუ დელიში საქართველოს საელჩო მოუწოდებს ინდოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გამოიჩინონ ყურადღება და სიფრთხილე ქუჩებში გადაადგილებისას, თვალყური ადევნონ ადგილობრივ მედიაში ინფორმაციის გავრცელებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისაგან.

საჭიროების შემთხვევაში, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ ნიუ დელიში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: (+91) 92054-88477