საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოში ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მოსუდ მანანმა

2021 წლის 2 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოში ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მოსუდ მანანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლასა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის საჭიროებაზე. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ასევე განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ ორმხრივი ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ასევე დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.