ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
სავიზო ინფორმაცია

ვიზის კატეგორია

დიპლომატიური 

A   

A1 - სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული ან არაოფიციალური ვიზიტით საქართველოში მომავალ სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველ პირებზე, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციების წევრებზე და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე;

A2 - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;

A3 - დიპლომატიურ კურიერებზე, სპეციალური დიპლომატიური მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;

A4 - საქართველოს საპატიო კონსულებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან;

A5 - საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე

სპეციალური

B

B1 - სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებსა და მათ თანმხლებ სხვა პირებზე;

B2 - სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;

B3 - საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;

B4 - საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე;

ორდინარული

C

C1 - ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე;

C2 - ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში მომავალ პირებზე, თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;

C3 - საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა;

C4 - სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად, მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;

საიმიგრაციო

D1 - შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან;

D2 - „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე;

D3 - საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ პირებზე;

D4 - ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე

ტრანზიტული

T

მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (5 დღე) შემთხვევაში

.....

მოსაკრებელი ვიზის გაცემის განხილვისთვის - 3 442 ინდ. რუპია (50 აშშ დოლარი)

მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:

Royal Bank of Scotland

ინდოეთში 

  • Ultimate Beneficiary: Embassy of Georgia, New Delhi, Consular Fee
  • Indian Rupee Account No. 1679685

ინდოეთის საზღვრებს გარეთ

  • Message to: The Royal Bank of Scotland N.V., New York (Swift code: ABNAUS33)
  • To A/c no. 661001007341 of the Royal Bank of Scotland N.V, Mumbai (India)
  • For Further Credit to the Royal Bank of Scotland N.V., New Delhi (Swift Code: ABNAINBBDEL)
  • Ultimate Beneficiary: Embassy of Georgia, New Delhi, Consular Fee 
  • US Dollar Account No. 1679796

.....

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

  • განაცხადის მიღება/დამუშავება და ვიზის გაცემა ხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით - ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაათს და ხუთშაბათს 10:00-დან 14:00 საათამდე;
  • მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღება შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საქართველოს ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. თუმცა, ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით;
  • გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საქართველოს ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • საქართველოს ვიზის მისაღებად გადახდილი მოსაკრებელი უკან არ ბრუნდება

.....

შენიშვნა

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა მოკლევადიანი მიზნებისათვის

  • ავსტრალიის თანამეგობრობა
  • ავსტრიის რესპუბლიკა
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  • ალბანეთის რესპუბლიკა
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • ანდორის სამთავრო
  • ანტიგუა და ბარბუდა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • არგენტინის რესპუბლიკა
  • ახალი ზელანდია
  • ბარბადოსი
  • ბაჰრეინის სამეფო
  • ბაჰამის თანამეგობრობა
  • ბელარუსის რესპუბლიკა
  • ბელგიის სამეფო
  • ბელიზი
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა
  • ბოტსვანის რესპუბლიკა
  • ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
  • ბრუნეი-დარუსალამი
  • ბულგარეთის რესპუბლიკა
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
  • დანიის სამეფო
  • დანიის სამეფოს ტერიტორიები - ფარერის კუნძულები და გრენლანდია
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები - ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი;
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები - ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი
  • დომინიკის რესპუბლიკა
  • ელ-სალვადორი
  • ეკვადორის რესპუბლიკა
  • ესპანეთის სამეფო
  • ესტონეთის რესპუბლიკა
  • თურქეთის რესპუბლიკა
  • თურქმენეთი
  • იაპონია
  • ირლანდიის რესპუბლიკა
  • ისლანდია
  • ისრაელის სახელმწიფო
  • იტალიის რესპუბლიკა
  • კანადა
  • კატარის სახელმწიფო
  • კვიპროსის რესპუბლიკა
  • კოლუმბიის რესპუბლიკა
  • კორეის რესპუბლიკა
  • კოსტა-რიკის რესპუბლიკა
  • ლატვიის რესპუბლიკა
  • ლიტვის რესპუბლიკა
  • ლიბანის რესპუბლიკა
  • ლიხტენშტაინის სამთავრო
  • ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
  • მავრიკის რესპუბლიკა
  • მალაიზია
  • მალტის რესპუბლიკა
  • მექსიკის შეერთებული შტატები
  • მონაკოს სამთავრო
  • მოლდოვის რესპუბლიკა
  • მონტენეგრო
  • ნიდერლანდების სამეფო
  • ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები - არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები
  • ნორვეგიის სამეფო
  • ომანის სასულთნო
  • პანამის რესპუბლიკა
  • პოლონეთის რესპუბლიკა
  • პორტუგალიის რესპუბლიკა
  • რუმინეთი
  • რუსეთის ფედერაცია
  • საბერძნეთის რესპუბლიკა
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
  • სან-მარინოს რესპუბლიკა
  • საუდის არაბეთის სამეფო
  • საფრანგეთის რესპუბლიკა
  • საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები - საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია
  • სეიშელის კუნძულები
  • სენტ-ვისენტი და გრენადინები
  • სერბეთის რესპუბლიკა
  • სინგაპურის რესპუბლიკა
  • სლოვაკეთის რესპუბლიკა
  • სლოვენიის რესპუბლიკა
  • სომხეთის რესპუბლიკა
  • ტაილანდის სამეფო
  • ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  • უზბეკეთის რესპუბლიკა
  • უკრაინა
  • უნგრეთი
  • ფინეთის რესპუბლიკა
  • ქუვეითის სახელმწიფო
  • ყირგიზეთის რესპუბლიკა
  • ყაზახეთის რესპუბლიკა
  • შვედეთის სამეფო
  • შვეიცარიის კონფედერაცია
  • ჩეხეთის რესპუბლიკა
  • წმინდა საყდარი
  • ხორვატიის რესპუბლიკა
  • ჰონდურასის რესპუბლიკა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე.

საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის  - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.

იგივე წესი ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კონკრეტული ვადები (აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი).

გრძელვადიანი მიზნით მომავალ ნებისმიერ უცხოელს საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება ვიზა მიუხედავად მისი მოქალაქეობისა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ