ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა

ზურაბ კაჭკაჭიშვილი და ტეჯენდრა ქჰანაინდოეთში საქართველოს საელჩომ, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ხელშეწყობით და საქართველოში მოღვაწე ინდური კომპანიების - „ჯინდალ პეტროლიუმის", „კონტინენტალ ქონსთრაქშენის" და „თრექ ინდიას" დახმარებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი აღნიშნა. ქალაქ ნიუ დელიში, სასტუმრო „Le Meridien"-ში გაიმართა მიღება, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა უმასპინძლა. ღონისძიება ისტორიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან იგი საელჩოს დაარსებიდან ერთ წლის შემდეგ, პირველად გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა, მთავარი სტუმრის რანგში, ინდოეთის დედაქალაქის ლეიტენანტ-გუბერნატორი, ბატონი ტეჯენდრა ქჰანა, ასევე მთავრობის წარმომადგენლები, ინდოეთში აკრედიტებული დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს წრეების და დიასპორის წარმომადგენლები.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის  ორგანიზებით, მიღების ფარგლებში, მოეწყო ქართული ღვინის დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული კომპანიების: „ბაგრატიონის", „თბილღვინოს" და „ვაინმენის" წარმომადგენლებმა. სტუმრებმა დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო და საქართველოდან მოწვეული მზარეულის მიერ მომზადებული კერძები.

ანსამბლი ჩვენებურები

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ ფოლკლორული ანსამბლ „ჩვენებურების" წევრები, რომელთაც შეასრულეს ინდოეთის და საქართველოს ეროვნული ჰიმნები.

ინდურმა ყოველდღიურმა გამოცემამ "The Financial Express" საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოსცა ოთხგვერდიანი დამატება საქართველოს შესახებ, რომლის ელექტრონული ვერსიაც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ქ. ნიუ დელი, 26 მაისი, 2011 წ.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ