ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ანსამბლ „რუსთავის“ გასტროლები ინდოეთში და მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალში

10-15 თებერვალს, ინდოეთის ჰარიანას შტატში ჩატარდა ხელოვნების ტრადიციული საერთაშორისო 29-ე ფესტივალი „Surajkund International Crafts Mela“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შემოქმედებითი ჯგუფები ოცამდე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც. კერძოდ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფესტივალზე საქართველოს სახელით წარსდგა ანსამბლი „რუსთავი“, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით და, ასევე, ხალხური რეწვის ოთხი ოსტატი.

ჰარიანას შტატს ეწვია და ღონისძიებას დაესწრო ინდოეთში საქართველოს ელჩი ბატონი ლევან ნიჟარაძეც, რომელმაც გამართა საქმიანი შეხვედრები როგორც თავად ანსამბლ „რუსთავის“ წევრებთან, ისე ჰარიანას შტატის კულტურისა და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელობასთან. საუბარი შეეხო ინდოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ