ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინდოეთის ტურისტული სააგენტოების ფედერაციის (Travel Agents Federation of India - TAFI) მიერ ორგანიზებული კონფერენცია

2015 წლის 01 აპრილს ნიუ დელში, სასტუმრო „The Park“-ში, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ლევან ნიჟარაძემ და საელჩოს პირველმა მდივანმა, ბესიკ შარაშენიძემ მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის ტურისტული სააგენტოების ფედერაციის (Travel Agents Federation of India - TAFI) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი იყო ინდოეთის წამყვანი ტურისტული სააგენტოები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში არსებული მდგომარება, ქვეყანის ტურისტული პოტენციალი და ინდურ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

ფედერაციის წევრების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს სავიზო პოლიტიკამ, რის შესახებაც მიწოდებული იქნა ამომწურავი  ინფორმაცია და განმარტებები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ