ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

2015 წლის 29 მაისს, ქ. ნიუ დელიში (სასტუმრო “ITC Maurya Hotel”), გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც, მთავარი სტუმრის რანგში, ესწრებოდა ინდოეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ბატონი შრი ქირენ რიჯიჯუ (Mr. Shri Kiren Rijiju, Minister of State for Home Affairs of the Republic of India). ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი შამბუ კუმარანი, ინდოეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ინდოეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქმიანი წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

საქართველოსა და ინდოეთის ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ, გაიმართა საქართველოს შესახებ მომზადებული ტურისტული ბუკლეტებისა და სპეციალური ვიდეო–რგოლის პრეზენტაცია.

 

                          

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ