ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა

 

მოხარული ვარ მოგესალმოთ ნიუ დელიში საქართველოს საელჩოს სახელით, 

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ვიყო საქართველოს წარმომადგენელი ისეთი მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნაში, როგორიც არის ინდოეთი. ჩვენს ქვეყნებს არა მხოლოდ გამორჩეული წარსული აკავშირებთ, არამედ, ერთობლივი ძალისხმევით დასახული თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები. ჩემთვის ასევე დიდი პატივია ვიყო საქართველოს არარეზიდენტი ელჩი ბანგლადეშში, ნეპალში, ტაილანდში, მალდივის რესპუბლიკასა და შრი-ლანკაში.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რაც განპირობებულია ისტორიულად ჩვენს შორის არსებული მჭიდრო კავშირებით, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და კეთილმეგობრობას.    

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი კავშირები საელჩოს აკრედიტაციის ქვეყნებთან დინამიურად ვითარდება. ჩამოყალიბებულია თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმატები პოლიტიკური, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით.

ჩვენი მიზანია, ერთმანეთს უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენი ხალხების მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, განვავითაროთ ტურიზმი, ჩავატაროთ ერთობლივი გამოფენები, გავცვალოთ ვიზიტები და ხელი შევუწყოთ საქმიანი კავშირების გაღრმავებას. ეს ყოველივე კი დადებითად წაადგება ჩვენი ხალხების კეთილდღეობის ამაღლებასა და ჩვენი კავშირების თანმიმდევრულ განვითარებას.

მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, საელჩოს დიპლომატებთან ერთად, ამ მნიშვნელოვან პროცესში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო.

ეს ვებ-გვერდი იმისთვისაა შექმნილი, რომ თქვენ გაგიადვილდეთ საჭირო ინფორმაციის მიღება ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ. ასევე, აქ თქვენ შეძლებთ იხილოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენი საელჩოს საქმიანობის, მისი თანამშრომლების, საკონსულო მომსახურებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.


საუკეთესო სურვილებით,

არჩილ ძულიაშვილი  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ