საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინდოეთში საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ მეენაკაში ლეკხისთან

2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ელჩმა, ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა გამართა შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ მეენაკაში ლეკხისთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხები, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა დაკავშირებადობა, განათლების და კულტურის სფეროში თანამშრომლობა, ხალხთა შორისი კავშირები და სხვა. შეხვედრისას აღინიშნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ჰინდი, ასამურ და ბენგალურ ენებზე წარმატებით გამოცემის მნიშვნელობა. 

ელჩმა აცნობა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, რომ ახლო მომავალში დაგეგმილია პოემის ბენგალურ ენაზე გამოცემა ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატის ქალაქ კოლკატაშიც.