საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ეწვევა

17-19 ოქტომბერს, საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ ეწვევა.
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 18 ოქტომბერს, ლაზარ კომანესკუ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
 
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.
 
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველო BSEC- ის თავმჯდომარე ქვეყანაა.

15-დეკემბერი-2021

15-დეკემბერი-2021

„ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ წვლილის, რომელიც ჩვენ შეგვაქვს გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოწვევის ბრძოლის წინაშე“ - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი. შედგა კონკრეტული, დეტალური საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატო-ში ინტეგრაციი...

12-დეკემბერი-2021

12-დეკემბერი-2021

​ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ

ამერიკელმა კონგრესმენებმა, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, კეტრინ ტაის წერილით მიმართეს.

11-დეკემბერი-2021

11-დეკემბერი-2021

​საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები", გაუქმებას (деза...

10-დეკემბერი-2021

10-დეკემბერი-2021

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

2021 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან, ტიტუს კორლატეანთან და კლოდ კერნთან.

< ... 11 12 13 14 15  ... >