საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ეწვევა

17-19 ოქტომბერს, საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ ეწვევა.
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 18 ოქტომბერს, ლაზარ კომანესკუ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
 
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.
 
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველო BSEC- ის თავმჯდომარე ქვეყანაა.

09-ნოემბერი-2021

09-ნოემბერი-2021

დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

2021 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან, რომელიც საქართველოში სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. დავით ზალკალიანი მიესალმა ერიკა ოლსონის პირვე...

04-ნოემბერი-2021

04-ნოემბერი-2021

საქართველოს აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება საგარეო პოლიტიკაში და ამისთვის ყველა თქვენგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო-დავით ზალ...

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს 73 ქვეყანაში ქართულ დიპლომატიას ემსახურება ასობით პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, თავდაუზოგავად შრომობენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველ...

19-ოქტომბერი-2021

19-ოქტომბერი-2021

შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" ბენგალურ ენაზე ითარგმნა

დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", რომელიც აღიარებულია მსოფლიო კლასიკური პოეზიის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად მისი ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანიზმის იდეებით, უკვე ბენგალურ ენაზეც ითარგმნა. იგი დღემდე თანამედროვეა და თარგმნილია მსოფლიოს 40-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ჰინდი და ახლა უკვე ბენ...

18-ოქტომბერი-2021

18-ოქტომბერი-2021

დავით ზალკალიანი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ელჩთან ლაზარ კომანესკუსთან. მინისტრმა მიულოცა BSEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ელჩს, ლაზარ კომანესკ...

< ... 11 12 13 14 15  ... >