საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიასპორის დაჯილდოება 2021

2021 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების  ოფიციალური ცერემონია.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის  მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჯილდო ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის  გადაეცათ  ამერიკაში მოღვაწე მსახიობს და რეჟისორს ირაკლი კავსაძეს, პიანისტ ლექსო თორაძეს და თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელს ომარ ფარუქ დემირთაშს. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ საფრანგეთში მოღვაწე მეცნიერი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე და ოქსფორდში ქართული ენის კურსების ხელმძღვანელი ლია ჩოკოშვილი.

სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა წარმატებულ ქართველ კიკბოქსიორს გიგა ჭიკაძეს, ხოლო სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოები გადასცეს ამერიკაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს მამუკა წერეთელს და  სლოვაკეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს და მეცენატს ნოდარ გიორგაძეს.

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს მფლობელები გახდნენ ხატია ხაბულიანი, რომელიც ეხმარება რუსთავის ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარს და ნიდერლანდებში ჩაატარა არაერთი საქველმოქმედო კონცერტი და ვიქტორ სირელსონი, რომელიც 1996 წლიდან მხარს უჭერს ამერიკაში წასულ ქართველ ხელოვანებს და დაარსა  ქართული ცეკვისა და სიმღერის არაერთი ჯგუფი. ხოლო ნომინაციაში საქართველოს უცხოელი მეგობარი ჯილდოები გადაეცათ ენდერს ვინბუშს, რომელიც 90-იანი წლებიდან არის საქართველოს ლობისტი ამერიკაში და ლასლო ბორჰის, რომელმაც ბუდაპეშტის უნივერსიტეტში დაარსა ქართველოლოგიის კათედრა.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით.

აღსანიშნავია რომ ICMPD-ის ძალისხმევით, დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ესპანეთიდან და სლოვენიიდან ჩამოსულმა ანსამბლებმ. ორივე ანსამბლი ქართულ კლასიკურ და ხალხურ მუსიკას ასრულებს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ესპანელი და სლოვენიელი მომღერლებისგან. ესპანეთში მოღვაწე ანსამბლი Vocal Vircan, შედგება კატალონიელი და ქართველი მომღერლებისგან და დაფუძნდა 2019 წელს. ხოლო ანსამბლი “კვალი”, Kvali (K’vali), 2008 წელს ჩამოყალიბდა და მას ქართველი დიასპორელი ხელმძღვანელობს, რომელმაც ანსამბლის განვითარებისთვის და ქართული მუსიკის შემდგომი პოპულარიზაციისთვის საგრეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების  საგრანტო პროექტის გამარჯვებულია.

11-აპრილი-2022

11-აპრილი-2022

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა

11 აპრილს, ქ. ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

04-აპრილი-2022

04-აპრილი-2022

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. შესაბამისი განცხადება საქართველოს-პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

22-მარტი-2022

22-მარტი-2022

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი ინდოეთის ასამის შტატში

2022 წლის 18-21 მარტს, ასამის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა შტატის მთავარ მინისტრთან, ჰიმანტა ბისვა სარმასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საერთო ინტერესის სხვადასხვა საკითხი, ასევე საქართველოსა და ასამს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივ...

18-მარტი-2022

18-მარტი-2022

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ არ აღიარებს მ.წ. წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებ...

18 მარტს, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ არ აღიარებს მ.წ....

< 1 2 3 4 5  ... >