საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე წლის 2 იანვარს იემენში, ჰოდეიდას ნაპირთან ჰუსიტების მიერ არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშის ქვეშ მცურავი გემის - „რავაბის“ გატაცებასთან დაკავშირებით.
ქართული მხარე მკაცრად გმობს ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია, რაც უარყოფითად აისახება რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე.
სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შედეგად აღნიშნული ინციდენტი დროულად მოგვარდება.