2021 წლის 28-29 დეკემბერს, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში, ქ. კოლკატაში.
ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა, ქ. კოლკატაში ახლადდანიშნულ საპატიო კონსულ ბატონ არჯუნ კუმარმთან ერთად უმასპინძლა ქ. კოლკატაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას.
2021 წლის 29 დეკემბერს, ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი ასევე ეწვია კომპანია Tata Steel-ის ლოგისტიკურ ცენტრს.