საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. შესაბამისი განცხადება საქართველოს-პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ილია დარჩიაშვილს, რომელსაც 2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია ეკავა, გააჩნია დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის და კერძო და საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობრივ პოზიციებზე მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება. 

2017-2021 წლებში, ილია დარჩიაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მსახურობდა. 2015-2016 წლებში კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ილია დარჩიაშვილი ასევე  მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, ასევე გახლდათ აღნიშნული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ამასთან, ილია დარჩიაშილი სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციებზე  საქმიანობდა კერძო სექტორში. 

2019 წელს, ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩის უმაღლესი რანგი. 

ილია დარჩიაშვილი დაჯილდოებულია პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი, მეთაურის ჯვრის ორდენით. 

თავის მხრივ, ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა, დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2018 წლიდან ეკავა.

10-ივნისი-2022

10-ივნისი-2022

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ...

2022 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილ...

06-ივნისი-2022

06-ივნისი-2022

ილია დარჩიაშვილი მალდივის რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისებისა და განათლების მინისტრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მალდივის რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისების მინისტრთან აიშათ მოჰამედ დიდისთან (Ms. Aishath Mohamed Didi), განათლების მინისტრთან აიშათ ალისთან (Dr. Aishath Ali), საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივ...

28-მაისი-2022

28-მაისი-2022

​ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე და აგრძელებს წინაპრების ძალისხმევას - საერთო ...

2022 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" გაიმართა.

26-მაისი-2022

26-მაისი-2022

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ქუთაისში დამთვალიერებელს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ...

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომლის მთავარი თემაც წელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში ცალკეული ღონისძიებები გაიმართება, რომელიც საზოგადოებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართვ...

< 1 2 3 4 5  ... >