საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ელჩთან ლაზარ კომანესკუსთან.
მინისტრმა მიულოცა BSEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ელჩს, ლაზარ კომანესკუს დანიშვნა და უსურვა წარმატებები ამ მნიშვნელოვან პოსტზე.

2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით განხილულ იქნა BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებას. ასევე, საუბარი შეეხო BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  
მხარეებს შორის განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.  

BSEC-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის და თავმჯდომარეობის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში BSEC-ის გენერალურმა მდივანმა გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.

24-ივნისი-2022

24-ივნისი-2022

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით

დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ.

21-ივნისი-2022

21-ივნისი-2022

ტაილანდის სამეფოს, ავსტრალიის თანამეგობრობის, ახალი ზელანდიის და ყირგიზეთის რესპუბლიკის ელჩებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგი...

2022 წლის 20 ივნისს, ავსტრალიის თანამეგობრობის, ახალი ზელანდიის, ტაილანდის სამეფოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ელჩებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.

18-ივნისი-2022

18-ივნისი-2022

ილია დარჩიაშვილი ინდოეთის ელჩს შეხვდა

2022 წლის 17 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მიიღო ინდოეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ. ერევანი) კ. დ. დევალი (K. D. Dewal).

14-ივნისი-2022

14-ივნისი-2022

ჩვენი შეუქცევადი ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ქართული ახალი პროდუქცია, რომელიც შედის ევროპულ ბაზარზე - ილია დ...

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქართული კომპანიების მხარდაჭერა და შესაძლებლობების ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით მათთვის შესაბამისი ბაზრების მოძიება, რაც მომ...

< 1 2 3 4 5  ... >