2022 წლის 17 თებერვალს გაიმართა საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა კულტურული ცენტრი “India Habitat Centre”-ის დირექტორ ბატონ სუნიტ ტანდონთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღნიშნულ კულტურულ ცენტრში ღონისძიება “Study in Georgia – University Meet” შეხვედრა-პრეზენტაციის ჩატარების პერსპექტივები.