საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ადმინისტრაციული საბჭოსა (CA) და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) წევრად აირჩიეს

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ადმინისტრაციული საბჭოსა (CA) და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) წევრად აირჩიეს, ხელახალი 2022-2025 წლების ვადით. არჩევნები 2021 წლის 9-27 აგვისტოს მსოფლიო საფოსტო კავშირის 27-ე კონგრესის ფარგლებში, ქ. აბიჯანში (კოტ დივუარი) გაიმართა. საქართველო ზემოხსენებული საბჭოების წევრად პირველად 2016 წელს აირჩიეს.
 
როგორც ადმინისტრაციული საბჭოსა და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს წევრს, საქართველოს შესაძლებლობა ექნება განაგრძოს და ორმაგი ძალისხმევით ჩაერთოს კავშირის მიზნების დასახვასა და მანდატის ეფექტურ განხორციელებაში, ასევე, საფოსტო კავშირის სხვა წევრებთან ერთად, ხელი შეუწყოს უკეთესი და თანამედროვე საერთაშორისო საფოსტო სექტორის გაძლიერებას.

15-იანვარი-2022

15-იანვარი-2022

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დავით ზალკალიანთან საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთა...

2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა ...

14-იანვარი-2022

14-იანვარი-2022

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში.

12-იანვარი-2022

12-იანვარი-2022

სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, არ დაუშვას რუსეთის აგრესია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნი...

ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

10-იანვარი-2022

10-იანვარი-2022

სატელეფონო საუბარი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან

10 იანვარს გაიმართა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან.

< ... 6 7 8 9 10  ... >