საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დავით ზალკალიანთან საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთან მჭიდრო კოორდინაციას რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში

2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე.  აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის  შეფერხების მიზნით  მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს.

11-აპრილი-2022

11-აპრილი-2022

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა

11 აპრილს, ქ. ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

04-აპრილი-2022

04-აპრილი-2022

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. შესაბამისი განცხადება საქართველოს-პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

22-მარტი-2022

22-მარტი-2022

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი ინდოეთის ასამის შტატში

2022 წლის 18-21 მარტს, ასამის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა შტატის მთავარ მინისტრთან, ჰიმანტა ბისვა სარმასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საერთო ინტერესის სხვადასხვა საკითხი, ასევე საქართველოსა და ასამს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივ...

18-მარტი-2022

18-მარტი-2022

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ არ აღიარებს მ.წ. წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებ...

18 მარტს, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ არ აღიარებს მ.წ....

< 1 2 3 4 5  ... >