საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც  დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა  ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

„გამოვხატეთ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი დიპლომატებისდმი, რომლებსაც ძალიან რთულ პერიოდში უწევდათ, უწევთ და მოუწევთ საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე. მიგვაჩნია, რომ დიპლომატებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისა და ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში. როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაწესებული აქვს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო, რომელიც გადაეცემა ჩვენს დიპლომატებს გამორჩეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დიპლომატიური საქმიანობისთვის.  მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში შევძელით გამოგვერჩია კონკრეტული ადამიანები, რომელთაც ეს ჯილდო გადაეცათ“ -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადასცა:

სახელოვან ქართველ დიპლომატს, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარს, მერაბ ანთაძეს,  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის და  შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის;

გამოცდილ ქართველ დიპლომატს, ამჟამად სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარს, მიხეილ უკლებას, საქართველოს დიპლომატიური სამსახურში ხანგრძლივი  ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მათ შორის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის სათავეებთან დგომისა და ამ საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

დიპლომატის დღე, 2004 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აღინიშნება  და უდიდესი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და დიპლომატის,  სულხან-საბა ორბელიანის, დაბადების დღეს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო 2020 წელს დაწესდა.


02-დეკემბერი-2022

02-დეკემბერი-2022

საგანმანათლებლო შეხვედრა პრეზენტაცია

ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე

11-ნოემბერი-2022

11-ნოემბერი-2022

ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) ვიზიტი საქართველოში

2022 წლის 10-11 ნოემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC). ვიზიტის ფარგლებში PCSC-ი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო პარტიების წარმო...

08-ნოემბერი-2022

08-ნოემბერი-2022

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

2022 წლის 7 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის...

05-ნოემბერი-2022

05-ნოემბერი-2022

დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

< 1 2 3 4 5  ... >