საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ელჩთან ლაზარ კომანესკუსთან.
მინისტრმა მიულოცა BSEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ელჩს, ლაზარ კომანესკუს დანიშვნა და უსურვა წარმატებები ამ მნიშვნელოვან პოსტზე.

2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით განხილულ იქნა BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებას. ასევე, საუბარი შეეხო BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  
მხარეებს შორის განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.  

BSEC-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის და თავმჯდომარეობის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში BSEC-ის გენერალურმა მდივანმა გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.

07-აგვისტო-2022

07-აგვისტო-2022

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით

დღეს, 2022 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 14 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმ...

26-ივლისი-2022

26-ივლისი-2022

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის ნათ...

2022 წლის 25 ივლისს, საქართველოს საგარეო უწყებაში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილისა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის, აბდულა შაჰიდის შეხვედრა, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

25-ივლისი-2022

25-ივლისი-2022

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი, აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწევა

2022 წლის 23-26 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი, აბდულა შაჰიდი. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში.

22-ივლისი-2022

22-ივლისი-2022

​აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს - ილია ...

“აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება, რომელშიც ასახულია საქართველოს მხარდამჭერი ფორმულირებები კიდევ ერთი ნათელი მაგალითია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და ადასტურებს მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.” - ამის შესახებ საქართველოს საგარე...

< 1 2 3 4 5  ... >