საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

2021 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან, ტიტუს კორლატეანთან და კლოდ კერნთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების საკითხები და ყურადღება გაამახვილეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებს. დავით ზალკალიანმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ და რეგიონში მიმდინარე მზარდი სახის აგრესიული, უკანონო ქმედებები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო შენაერთების ბოლოდროინდელი კონცენტრირება და ინტენსიური სამხედრო მოქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად, ევროპის უსაფრთხოებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, 7-8 დეკემბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის თაობაზე.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება. საუბრის დასასრულს, თანამომხსენებლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს შეხვედრისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოში ვიზიტით 8-10 დეკემბერს იმყოფებიან. ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, დემოკრატიული რეფორმებისა და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების მონიტორინგი.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრები იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, ასევე  სახალხო დამცველის აპარატთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

11-აპრილი-2022

11-აპრილი-2022

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა

11 აპრილს, ქ. ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

04-აპრილი-2022

04-აპრილი-2022

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. შესაბამისი განცხადება საქართველოს-პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

22-მარტი-2022

22-მარტი-2022

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი ინდოეთის ასამის შტატში

2022 წლის 18-21 მარტს, ასამის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა შტატის მთავარ მინისტრთან, ჰიმანტა ბისვა სარმასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საერთო ინტერესის სხვადასხვა საკითხი, ასევე საქართველოსა და ასამს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივ...

18-მარტი-2022

18-მარტი-2022

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ არ აღიარებს მ.წ. წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებ...

18 მარტს, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ არ აღიარებს მ.წ....

< 1 2 3 4 5  ... >