საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის, ბ-ნი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი გოას შტატში

2021 წლის 14-17 სექტემბერს, გოას შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის, არჩილ ძულიაშვილის შეხვედრები შტატის გუბერნატორთან, ბატონ სრიდჰარან პილაისთან და შტატის მთავარ მინისტრთან, ბატონ პრამოდ სავანტთან.

შეხვედრებისას ხაზი გაესვა გოასა და საქართველოს შორის ღრმა ისტორიული და სულიერი კავშირების არსებობას, გოაში აღმოჩენილი წმ. ქეთევან დედეოფლის წმინდა ნაწილების სახით. 

განხილულ იქნა გოასა და კახეთის რეგიონს შორის დაძმობილების პერსპექტივა, რაც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დოქტორ ს. ჯაიშანკარის მიერ გაჟღერდა საქართველოში ა.წ. ივლისში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. 

განხილულ იქნა ასევე ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გოას არქეოლოგიურ მუზეუმში წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ორიგინალის ნაწილის განსათავსებლად სპეციალური ოთახის გამოყოფის მნიშვნელობაზე, ინდურ მხარეს ეთხოვა მხარდაჭერა ამ კუთხით, ასევე 2022 წლის  პირველ ნახევარში, გოაში დაგეგმილი წმ. ქეთევანის სახელობის საკრალური მუსიკის ფესტივალის ჩატარების საკითხში.

შეხვედრებისას ხაზი გაესვა გოაში საქართველოს საპატიო საკონსულოს უახლოეს მომავალში გახსნის მნიშვნელობას, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და კონკრეტული პროექტების განხორციელების საქმეში. 

შეხვედრებს ქართული მხრიდან დაესწრნენ საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ლაშა ჯაფარიძე და გოას შტატში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატი, აკაშ ტიმბლო. 






15-სექტემბერი-2022

15-სექტემბერი-2022

ინდოეთში საქართველოს ელჩის, ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ მეენაკაში...

2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ელჩმა, ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა გამართა შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ქალბატონ მეენაკაში ლეკხისთან.

25-აგვისტო-2022

25-აგვისტო-2022

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ტაილანდის სამეფოს

2022 წლის 18-21 აგვისტოს საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (რეზიდენციით ქ. დელიში), ბატონი არჩილ ძულიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ბა...

08-აგვისტო-2022

08-აგვისტო-2022

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც იმყოფებოდა.

< 1 2 3 4 5  ... >