საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ეწვევა

17-19 ოქტომბერს, საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ ეწვევა.
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 18 ოქტომბერს, ლაზარ კომანესკუ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
 
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.
 
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველო BSEC- ის თავმჯდომარე ქვეყანაა.

09-დეკემბერი-2021

09-დეკემბერი-2021

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით

2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე-ფაქტო ანექსიის...

12-ნოემბერი-2021

12-ნოემბერი-2021

თბილისი და ბათუმი - UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში

UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმს შემოქმედებითი ქალაქების სტატუსი მიენიჭა და მოხდა მათი გაერთიანება „შემოქმედი ქალაქების ქსელში“ (Creative Cities Network (UCCN).

11-ნოემბერი-2021

11-ნოემბერი-2021

ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 24-ე კონსოლიდირებული ანგარიშის "კონფლიქტი საქართველოში" განხილვის შესახებ

2021 წლის 10 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 24-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

10-ნოემბერი-2021

10-ნოემბერი-2021

საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს შემფასებელი ჯგუფის შეხვედრები გაიმართა

2021 წლის 9-10 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა ნატო-ს შემფასებელი ჯგუფის შეხვედრები, საქართველოს 2021 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.

< ... 11 12 13 14 15  ... >