საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი იმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იმართება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია.  შეხვედრებს ასევე ესწრებიან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
 
მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები განიხილავენ ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. მწვავედ დაისმება რუსეთის მიერ ანექსიის პროცესის გააქტიურების საკითხი, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთის „დელიმიტაცია-დემარკაციისა“ და სოფ. აიბღას ნაწილის მიერთების კუთხით მოსკოვის უკანონო მცდელობები, აგრეთვე “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” იმპლემენტაციის თვალსაზრისით გააქტიურებული ნაბიჯები. 
 
 საქართველოს დელეგაცია დააყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ირაკლი ბებუასა და საქართველოს სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს, ასევე განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესმება გალის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას.
 
საქართველოს დელეგაციის ძალისხმევა მიმართული იქნება მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე, ძალის არგამოყენებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე - საგნობრივი მსჯელობის წარმართვისა და პროგრესის მიღწევისაკენ.
 
ქართული მხარე აქცენტს გააკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. ხაზი გაესმება, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

26-თებერვალი-2022

26-თებერვალი-2022

დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ფრანგ კოლეგასთან

2022 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჟან-ივ ლე დრიანთან.

24-თებერვალი-2022

24-თებერვალი-2022

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო ...

22-თებერვალი-2022

22-თებერვალი-2022

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს ...

19-თებერვალი-2022

19-თებერვალი-2022

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

< 1 2 3 4 5  ... >