საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. შესაბამისი პრეს-რელიზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
 
პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან  თავისი საჯარისო შენაერთების ომამდე არსებულ პოზიციებზე  დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებას.
 
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა დაიცვან სუვერენულ სახელმწიფოთა უფლება თავად აირჩიონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე.  საუბარი ასევე შეეხო  ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზებს.

24-ოქტომბერი-2022

24-ოქტომბერი-2022

საქართველოს კანდიდატი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამაცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრად იქნა არჩე...

2022 წლის 20 ოქტომბერს, ჟენევაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ოქმის (OPCAT) წევრი ქვეყნების მე-9 შეხვედრაზე გაიმართა არჩევნები, რომელზეც გაერო-ს შესაბამისი ქვეკომიტეტის წევრად (SPT), 2023-2026 წლების ვადით, ხელმეორედ იქნა არჩე...

21-ოქტომბერი-2022

21-ოქტომბერი-2022

„ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმა...

2022 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა, სადაც ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე - ოკუპაციაზე და რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის მძიმე შედეგებზე ისაუბრა.

13-ოქტომბერი-2022

13-ოქტომბერი-2022

საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გახდა

2022 წლის 11 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველო, 178 ხმით, უკვე მეორედ იქნა არჩეული გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრად 2023-2025 წლების ვადით. პირველად საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს 2015 წელს, 2016-2018 წლებ...

11-ოქტომბერი-2022

11-ოქტომბერი-2022

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან

2022 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, მენაქში ლეხისთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

< 1 2 3 4 5  ... >