საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. შესაბამისი პრეს-რელიზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
 
პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან  თავისი საჯარისო შენაერთების ომამდე არსებულ პოზიციებზე  დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებას.
 
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა დაიცვან სუვერენულ სახელმწიფოთა უფლება თავად აირჩიონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე.  საუბარი ასევე შეეხო  ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზებს.

06-ივლისი-2022

06-ივლისი-2022

საქართველოს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

2022 წლის 5-6 ივლისს, საქართველოს ვიზიტით ეწვია ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, სამინისტროს მდივნის დასავლეთის საკითხებში, სანჯაი ვერმას ხელმძღვანელობით.

01-ივლისი-2022

01-ივლისი-2022

2022 წლის 1 ივლისს ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ბუტანის სამეფოს ტურიზმის საბჭოს ...

2022 წლის 1 ივლისს საქართველოს საელჩოში ქ. დელიში ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ბუტანის სამეფოს ტურიზმის საბჭოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

30-ივნისი-2022

30-ივნისი-2022

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნატო-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებით

საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს მადრიდის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც პრაქტიკულ ასევე პოლიტიკურ განზომილებაში.

27-ივნისი-2022

27-ივნისი-2022

2022 წლის ივნისში, ინდოეთის ასამის შტატში წარმატებით გამოიცა „ვეფხისტყაოსნი“ ასამურ ენაზე

მოხარულები ვართ, რომ 2022 წლის ივნისში, ინდოეთის ასამის შტატში წარმატებით გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ კიდევ ერთი გამოცემა, ამჯერად უძველეს ასამურ ენაზე. ეს შესაძლებელი გახდა იმ დიდი მხარდაჭერის შედეგად, რომელიც ამ პროცესში აღმოგვიჩინა ასამის შტატის მთავრობამ, მთავარმა მინისტრმა, ბატონმა ჰიმანტა ბისვა ს...

< ... 6 7 8 9 10  ... >