საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საკანონმდებლო აქტი რეგიონისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს

2022 წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ. 

კერძოდ, აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი  - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი  - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.  

კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად  რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ,  საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 
 
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს  საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის  სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას.
 
სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში  რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ,  აქცენტი  რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის,  რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა  და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება.

დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს. 

კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 3 ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის  სტიმულირებას ემსახურება. 
 
აღნიშნული კანონპროექტის  თანა-სპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი - ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი - დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი - მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი - მერილენდი).

02-დეკემბერი-2022

02-დეკემბერი-2022

საგანმანათლებლო შეხვედრა პრეზენტაცია

ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე

11-ნოემბერი-2022

11-ნოემბერი-2022

ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) ვიზიტი საქართველოში

2022 წლის 10-11 ნოემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC). ვიზიტის ფარგლებში PCSC-ი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო პარტიების წარმო...

08-ნოემბერი-2022

08-ნოემბერი-2022

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

2022 წლის 7 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის...

05-ნოემბერი-2022

05-ნოემბერი-2022

დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

< 1 2 3 4 5  ... >