საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​თბილისი აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს დილით ეწვია. თბილისში,  დელეგაციასთან ერთად  იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.
 
ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან.
 
აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან შეხვედრა გამართა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
 
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ერთის მხრივ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დღის წესრიგი.  ასევე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები.
 
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.  ამ კონტექსტში ქართული მხარე მიესალმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების  სტუმრობას თბილისში და კიდევ ერთხელ გამოხატა  მზაობა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
 
კოლეგებთან შეხვედრის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა  აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით ორმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრას.
 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს მეზობელი და მეგობარი ქვეყნების აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში სტუმრობას და იმედს გამოთქვამს რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და რეგიონის სტაბილური განვითარების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხების გადაჭრა,  პოზიტიური დინამიკის შექმნა და რეგიონის პოტენციალის განვითარება.
 
საქართველო გამოთქვამს მზაობას მომავალშიც უმასპინძლოს მხარეთა შორის მსგავსი ფორმატის დიალოგს რეგიონის საკეთილდღეოდ.

02-დეკემბერი-2022

02-დეკემბერი-2022

საგანმანათლებლო შეხვედრა პრეზენტაცია

ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე

11-ნოემბერი-2022

11-ნოემბერი-2022

ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) ვიზიტი საქართველოში

2022 წლის 10-11 ნოემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC). ვიზიტის ფარგლებში PCSC-ი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო პარტიების წარმო...

08-ნოემბერი-2022

08-ნოემბერი-2022

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

2022 წლის 7 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის...

05-ნოემბერი-2022

05-ნოემბერი-2022

დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

< 1 2 3 4 5  ... >