საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

როგორც შუამავალი ქვეყანა, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად - ილია დარჩიაშვილი

„დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოში. თბილისი მასპინძლობს ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაწყებულ ძალიან მნიშვნელოვან დიალოგს და ამ პროცესს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ჩვენ ერთობლივად, ერთობლივი ძალისხმევით, შევეცდებით უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის როლზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“ პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან ჯერ კიდევ 2021 წელს გააჟღერა და მოძმე სახელმწიფოებს თბილისში მედიაციის პლატფორმის შექმნა შესთავაზა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი დღე სწორედ ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა. 

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს შუამავლობის ინიციატივა წარმატებით ხორციელდება - საქართველოს, როგორც შუამავალი ქვეყნის ძალისხმევით, ორი ქვეყნის ლიდერებთან წარმართულ მოლაპარაკებათა პროცესს, უკვე მოჰყვა კონკრეტული და ხელშესახები შედეგები.

მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოჩენილი ნდობისთვის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მედიაციით მიმდინარე ეს დიალოგი რეგიონში საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევით დასრულდება. 

„თბილისი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ადგილს“ - დასძინა მინისტრმა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრით სწორედ ეს უძველესი ტრადიცია განახლდა. 

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში გაიმართა.

02-დეკემბერი-2022

02-დეკემბერი-2022

საგანმანათლებლო შეხვედრა პრეზენტაცია

ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე

11-ნოემბერი-2022

11-ნოემბერი-2022

ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) ვიზიტი საქართველოში

2022 წლის 10-11 ნოემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC). ვიზიტის ფარგლებში PCSC-ი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო პარტიების წარმო...

08-ნოემბერი-2022

08-ნოემბერი-2022

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

2022 წლის 7 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის...

05-ნოემბერი-2022

05-ნოემბერი-2022

დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

< 1 2 3 4 5  ... >