საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ნიუ დელიში საქართველოს საელჩოს განცხადება ინდოეთის რესპუბლიკის დიდი სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი თავდაცვის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრის შრი ჯასვანტ სინგჰის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ნიუ დელიში საქართველოს საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ინდოეთის რესპუბლიკის დიდი სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი თავდაცვის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრის შრი ჯასვანტ სინგჰის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
 
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, საელჩო თანაუგრძნობს მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ინდოეთის მთავრობასა და ინდოელ ხალხს.