ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა
დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა: 1992 წლის 27 აგვისტოს.
საქართველოს საელჩო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში:
რეზიდენციით ქ. ნიუ დელი, ინდოეთი.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში:
- ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი, 2016 წ. დღემდე);
- ბ-ნი ლევან ნიჟარაძე (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი, 2014-2015);
- ბ-ნი ზურაბ კაჭკაჭიშვილი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი, 2012-2014).
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:
- ბ-ნი მოსუდ მანანი (რეზიდენციით ქ. ანკარა - 2020 წლის ოქტომბრიდან, დღემდე)
- ბ-ნი ალამა სიდიკი (რეზიდენციით ქ. ანკარა - 2016 წლის ნოემბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე);
- ბ-ნი ზულფიკურ რაჰმანი (რეზიდენციით ქ. ანკარა - 2013-2016);
- ბ-ნი ნაზიმულაჰ ჩოუდჰური (რეზიდენციით ქ. მოსკოვი - 2002-2004);
- ბ-ნი შარჯილ ჰასანი (რეზიდენციით ქ. მოსკოვი - 2001-2002);
- ბ-ნი ატაურ რეჰმან ხან კაისერი (რეზიდენციით ქ. მოსკოვი - 1999-2001);
- ბ-ნი მუსტაფა ფარუყ მოჰამედი (რეზიდენციით ქ. მოსკოვი - 1996-1999).
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული:
- ბ-ნი რიად მაჰმუდი (ქ. დაკა - 2018 წ. 3 დეკემბრიდან, დღემდე ).
საქართველოდან ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტები:
2017 წ. აპრილი - ბ-ნი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
2017 წ. სექტემბერი - ბ-ნი დავით ჯალაღანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
სამართლებრივი ბაზა:
2017 წ. სექტემბერი - თანამშრომლობის ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის;
2017 წ. სექტემბერი - ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბანგლადეშის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციას შორის.
სასარგებლო ბმულები:
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: http://www.mofa.gov.bd/
საქართველოში ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საელჩო (რეზიდენციით ქ. ანკარა): http://www.bangladootankara.org.tr/