Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს ფარგლებში პოლიტიკურ საკითხებზე პასუხისმგებელ მდივანთან, ეენამ გამბჰირთან

2024 წლის 8 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს ფარგლებში პოლიტიკურ საკითხებზე პასუხისმგებელ მდივანთან, ეენამ გამბჰირთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

ვახტანგ ჯაოშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებულ რეზოლუციებზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში - „თანამშრომლობა საქართველოსთან“. 

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.