Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს ფარგლებში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე პასუხისმგებელ მდივანთან, სრინივას გოტრუსთან

2024 წლის 14 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს ფარგლებში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე პასუხისმგებელ მდივანთან, სრინივას გოტრუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 

ვახტანგ ჯაოშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებულ რეზოლუციებზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში - „თანამშრომლობა საქართველოსთან“.

ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის გაზრდის კონტექსტში ხაზი გაესვა ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილების მნიშვნელობას თბილისში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.