Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დრუპადი მურმუს

2024  წლის 27 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დრუპადი მურმუს.

საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართული შეხვედრისას პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ინდოეთისა და საქართველოს ურთიერთობებს, ხაზი გაუსვა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.

საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მიესალმა ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე და გამოხატა იმედი, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. ელჩმა, ასევე, ხაზი გაუსვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა დრუპადი მურმუსმა ვახტანგ ჯაოშვილს მის შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.