საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ბ-ნი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულ მომენთან

2022 წლის 6 მარტს, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  გაიმართა საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. დელი) შეხვედრა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულ მომენთან.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო განვითარების შესაძლებლობების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალზე. 

საქართველოს ელჩმა მინისტრს გადასცა საქართველოს პრეზიდენტის მოწვევის წერილი  ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სახელზე, ა.წ. 24-25 მაისს ქ. თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში "Women in Peace and Security" მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

მინისტრს ასევე გადაეცა საჩუქრად შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" პირველი ბენგალურენოვანი გამოცემა, რომელიც საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს მიეძღვნა. 

ბანგლადეშის მხარე მიესალმა ამ საზეიმო თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ასეთი ღირებული ინიციატივის რეალიზაციას, რომელიც ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა. 

შეხვედრისას განხილული იქნა ასევე რეგიონული მნიშვნელობის საკითხები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.