საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ბატონი არჩილ ძულიაშვილი, ესწრება გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის რიგით 78-ე სესიას

2022 წლის 23-27 მაისს, საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში და გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი არჩილ ძულიაშვილი, ესწრება გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის რიგით 78-ე სესიას, რომელიც იმართება ქ. ბანგკოკში.

აღნიშნული 78-ე სესიის გახსნით ცერემონიაზე, ონლაინ ფორმატში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილიმა, რომელმაც გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიას 75 წლის იუბილე მიულოცა.