ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა: 2005 წელს.
საქართველოს საელჩო ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში:
რეზიდენციით ქ. ნიუ დელი, ინდოეთი.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში:
- ბ-ნი არჩილ ძულიაშვილი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი - 2017 წ. დღემდე);
- ბ-ნი ლევან ნიჟარაძე (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი - 2015);
- ბ-ნი ზურაბ კაჭკაჭიშვილი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი - 2012-2014).
საქართველოში აკრედიტებული ნეპალის საელჩო:
- ავსტრიის რესპუბლიკაში ნეპალის საელჩო (რეზიდენციით ქ. ვენა, 2018 წლის 22 ივლისიდან დღემდე).
საქართველოს საპატიო კონსული ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში:
- ბ-ნი შივ რატან შარდა (ქ. კატმანდუ - 2017 წ. ივნისიდან, დღემდე).
ნეპალიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტები:
2018 წ. ივლისი - ნეპალის უზენაესი სასამართლოს დელეგაცია, მოსამართლის დოქტორ ანანდა მოჰან ბჰატარაის ხელმძღვანელობით.
საქართველოდან ნეპალში განხორციელებული ვიზიტები:
2019 წ. ივლისი - ბ-ნი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2017 წ. ივნისი - ბ-ნი გიორგი ტაბატაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი.
სამართლებრივი ბაზა:
2019 წ. ივლისი - საქართველოს მთავრობასა და ნეპალის მთავრობას შორის შეთანხმება დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;
2019 წ. ივლისი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ნეპალის სავაჭრო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი;
2015 წ. ოქტომბერი - ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ნეპალის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციას შორის.
სასარგებლო ბმულები:
ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: https://mofa.gov.np/
ავსტრიის რესპუბლიკაში ნეპალის საელჩო და გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენლობა: https://at.nepalembassy.gov.np/